ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დევნოზაშვილის ადვოკატი გირაოს ითხოვს

ე.წ ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილის ადვოკატები დევნოზაშვილის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არ არსებობს არავითარი საფრთხე იმისა, რომ დევნოზაშვილი მიიმალოს ან ზემოქმედება მოახდინოს დაზარალებულებსა თუ მოწმეებზე.

„აღნიშნული საქმის გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და დევნოზაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და ცხადდებოდა დაბარების შემთხვევაში საგამოძიებო უწყებაში. დავით დევნოზაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამოცნობის პროცესშიც, იცოდა, რომ შესაძლოა მისი დევნა დაწყებულიყო და ამის მიუხედავად, არ სცადა მიმალვა“, – განაცხადა რაულ გამისონიამ.

ადვოკატის თქმით, დევნოზაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე ფოტოგრაფებთან გათავისუფლების სემდეგაც ჰქონდა კავშირი, მაგრამ ზეწოლის ფაქტს დაცვის მხარე გამორიცხავს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) დავით ნარმანია: მერიაში კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ლიკვიდაცია იგეგმება
შემდეგი სტატიანიკოლოზ მჟავანაძე: ომის ვეტერანებს უარს ვეუბნებით, ტრანსგენდერებს კი მიწებით ვაჯილდობეთ