ე.წ ფოტოგრაფების საქმეში ბრალდებულ დავით დევნოზაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ე.წ ფოტოგრაფების საქმეში ბრალდებულის კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს დავით დევნოზაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წინასწარი პატიმრობის ათვლა კი მისი დაკავებიდან ანუ 5 დეკემბრიდან დაიწყო.

ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას საქმის პროკურორები ემზარ გაგნიძე და თინათინ მახარაძე ითხოვდნენ. დაცვის მხარე კი 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვდა. თუმცა მოსამართლემ პროკურატურის მხარის მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით მიიღო, რომ შესაძლებელია ბრალდებულმა საქმის მოწმეებზე მოახდინოს ზეწოლა.

ამასთან, დევნოზაშვილისთვის წაყენებული ბრალი მძიმეა და დამტკიცების შემთხვევაში 8 წლიანი პატიმრობას ითვალისწინებს რაც მოსამართლის თქმით, შესაძლებელია მიმალვის საფრთხესაც ქმნიდეს.

banner
წინა სტატიაში“ციხეში რომ ჩაგვალპონ “მაესტროს” წილს არ გავყიდით”- მამუკა ღლონტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამარია გაბრიელი: საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე მსჯელობა მომავალ კვირაში დავიწყებთ