ე.წ. ფოტოგრაფების საქმე – ბრალდებული დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში რჩება

.კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი, რომელიც ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზეა ბრალდებული, მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე დევნოზაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურატურა კი მიზანშეწონილად კვლავ პატიმრობას მიიჩნევდა.

“არსებობს მიმალვის საფრთხე, არსებობენ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ დავით დევნოზაშვილზე. სანამ ჩვენ ამ მოწმეებს არ დავკითხავთ, არის მათზე ზემოქმედების საფრთხე და შესაბამისად პატიმრობა ერთადერთი მიზანშეწონილი გზაა. მას კავშირები აქვს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მისთვის მიმალვა მარტივი იქნება”, – განაცხადა პროკურმა ემზარ გაგნიძემ.

ფოტოგრაფების საქმეზე დავით დევნოზაშვილს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება. ამავე საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ალექსანდრე მუხაძეს, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ოთხი პიროვნების არალეგალური ბიზნესი” – ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან ჯიხურები აიღეს
შემდეგი სტატია“ციანიდის საქმე” – ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ