“ე.წ. ფინანსური პოლიცია საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს”

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2016 13:45

“ე.წ. ფინანსური პოლიცია საგადასახადო შემოწმებებს აღარ განახორციელებს”

მნიშვნელოვანი

  • "საგადასახადო დავის შემთხვევაში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. დღეს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაადოს ყადაღა სასამართლოს გარეშე. შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში უნდა მიიღოს სასამართლოსგან თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად", - განაცხადა ხადურმა.

სხვა სტატიები

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი წარადგინა, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა და პარლამენტს გადაეგზავნება.

მინისტრის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ის, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ყადაღას სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ვეღარ განახორციელებს.

“საგადასახადო დავის შემთხვევაში, პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მოხდება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. დღეს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაადოს ყადაღა სასამართლოს გარეშე. შემოსავლების სამსახური აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებს აღნიშნულ ქმედებას, მაგრამ 48 საათში უნდა მიიღოს სასამართლოსგან თანხმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყადაღა ჩაითვლება მოხსნილად”, – განაცხადა ხადურმა.

მინისტრის თქმით, საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ საგადასახადო ორგანო განახორციელებს.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საგადასახადო შემოწმებებს აღარ ჩაატარებს. ე.წ. ფინანსური პოლიციის ნაცვლად ამას შემოსავლების სამსახური განახორციელებს”, – გაანცხადა ფინანსთა მინისტრმა.

news
ავტ.: news თებერვალი 11, 2016 13:45

Google სტატისტიკა


3,979
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics