ე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურაში ინგა გრიგოლიას გამოკითხვა მიმდინარეობს

ე.წ.ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით თბილისის პროკურატურაში ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც გრიგოლიამ უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი პროკურატურაში მისვლის მიზანია, გაარკვიოს თუ რას იძიებენ ისინი, იმას თუ ვინ განახორციელა ფარული მიყურადება, თუ იმას, ვისგან გავრცელდა აღნიშნული ჩანაწერები.

“როცა თბილისის პროკურატურიდან დამირეკეს, ვკითხე თუ რა აინტერესებდათ. ჩვენება უნდა მივცე როგორც მივხვდი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხვდა ჩემთან “სქრინები”, ვუთხარი, რომ სათქმელი არაფერი მაქვს, ეს ფაილები არ მინახავს. ამდენი წელი ჟურნალისტიკაში ვარ, რომ არც ერთი ფაილი და ფარული ჩანაწერი არასდროს ჩემთვის არავის ჩაუგდია. ვუთხარი, რომ “სქრინები” ჩემმა კოლეგამ ანუნა ახალიამ ჩამიგდო, რომელიც აღმოჩნდა, რომ სწორი იყო, რადგან რომ წავიკითხე, ჩემი საუბრები და მიმოწერები მეცნო იქ დასახელებულ პირებთან. გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად ვერ დავკარგავდი ამ დასვენების ერთ დღეს აქ მოსასვლელად, მაგრამ მოვედი იმის გამო, რომ მაინტერესებს გავარკვიო, იმას იძიებს დღეს საგამოძიებო ორგანო, მე როგორ გავიგე ამ ფაილების და „სქრინების“ არსებობა, თუ იმას, ვინ განახორციელა ფარული მიყურადება, თვალთვალი და ჩაწერა”,- განაცხადა გრიგოლიამ.

banner
წინა სტატიაშიროვნაგ აბდულაევი – აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების მეგობრობა არნახულ დონეზეა აყვანილი
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – “ოცნება” მაქსიმალურად ცდილობს დაარღვიოს, უგულვებელყოს ეუთო/ოდირის რეკომენდაციები