12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ე.წ. ნეონაცისტური, ძალადობრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ შსს-მ ვიდეომასალა გაავრცელა – დაკავებულია 16 პირი

შსს-ს მიერ გავრცელებული მძიმე კადრები ე.წ. ნეონაცისტური, ძალადობრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევა. ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ დაჯგუფების წევრები მსხვერპლებს არა მხოლოდ ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არამედ მათზე სისტემურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და ღირსების შემლახავ მოპყრობას მიმართავდნენ. თავდასხმები ჯგუფურად ხორციელდებოდა, ხოლო ძალადობის ამსახველ ვიდეოებს თავად იღებდნენ და სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ.

„წამების სივრცე“ ნაძალადევის რაიონში, მეტროს მიმდებარედ მდებარე მიტოვებულ შენობაში იყო მოწყობილი. არსებული ინფორმაციით, მსხვერპლებს აღნიშნულ ადგილზე იბარებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, ვიდეომასალის დიდი ნაწილი სწორედ ამ შენობაშია გადაღებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, მათგან 10 არასრულწლოვანია. დაკავებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლე გოგონებიც – როგორც „პირველებმა“ გაარკვია, დაკავებულია ორი არასრულწლოვანი გოგო, რომელთაგან ერთ-ერთი 12 წლისაა.

პოლიციამ ამ დროისთვის წამების 10 მსხვერპლი დაადგინა, თუმცა სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულთა რაოდენობა მეტი იყოს. ერთ-ერთი დაზარალებული 50 წლის მამაკაცია, რომელიც მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია მოთავსებული. დაზარალებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დელეგაცია აშშ-ში ტრამპის გუნდთან შესახვედრად მიემგზავრება
შემდეგი სტატიასასახლის ღობის საქმეზე დაკავებულები კობახიძის დაკითხვას ითხოვენ