ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალიას 12 წლით, გია დგებუაძეს კი, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალიას 12 წლით, გია დგებუაძეს, იგივე “მასტერას” კი, 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დღეს გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, დათა ახალაია დამნაშავედ ცნეს განზრახ მკვლელობის მუხლით, დგებუაძე კი – განზრახ მკვლელობის თანამონაწილედ და უფლებამოსილების გადამეტებაში.

სასამართლო განხილვები ბრალდებულევისა და მისი ადვოკატების შემაჯამებელი სიტყვით გუშინ დასრულდა.

კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. დათა ახალაია უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებაში გამართალდა.

banner
წინა სტატიაში“6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო”- რჩეულიშვილმა სასამართლოს მიმართა
შემდეგი სტატიათბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი სავარაუდოდ გაიზრდება