ე.წ მოსმენების კანონი – სამოქალაქო სექტორი საკონსტიტუციო და ევროსასამართლოსთვის მიმართვას აპირებს

ე.წ მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორისთვის პრეზიდენტის შენიშვნებს იზიარებენ. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არსებული კანონპროექტი მიუღებელია.

სამოქალაქო სექტორის წევრების აზრით, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ ემსახურება.

კამპანია ეს შენ გეხება-ს წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვას არ გამორიცხავენ, ისინი ასევე აპირებენ მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

„უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ისინი დაძლევენ ვეტოს, იმ ფონზე, როცა არც კი ფიქრობენ, რომ კიდევ ერთხელ იმსჯელონ ამ საკითხზე, კიდევ ერთხელ შევიდნენ დეტალურ მსჯელობაში, აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ მეორე მოსმენით თავებად იქნა განხილული კანონპროექტი, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ამ პრობლემას სერიოზულად ვერ აღიქვამენ და მათ არ აქვთ პოლიტიკური ნება, რომ დაფიქრდნენ, რას ეუბნება არასამთავრობო სექტორი, საქართველოს პრეზიდენტი, სახალხო დამცველი. მემგონი, საბოლოოდ ვიღებთ კანონს, რომელიც ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობას მოსწონს,“- განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენ თანასწორნი ვართ, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს
შემდეგი სტატიათუ ჩვენ გვინდა რომანტიული კანონები ვწეროთ, ხელისუფლება ასეთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ვერ აჩვენებს – ეკა ბესელია