ე.წ. მოსმენების კანონი -,,ნაციონალურმა მოძრაობამ” საკუთარი ვერსია წარმოადგინა

ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია აქვს ,,ნაციონალური მოძრაობას“ პარტიაში ამ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა ორი გასაღების არსებობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც მოსმენების განმახორციელებელ დამოუკიდებელ უწყებას და სასამართლოს გადაეცემა.

„შეიქმნას დამოუკიდებელი უწყება, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარლამენტის მიმართ. მთელი ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც აუცილებელი იქნება ფარული მოსმენებისთვის, იქნება ამ სტრუქტურის შიგნით განთავსებული.

“მეორე – უნდა იყოს ორი გასაღების პრინციპი, ერთი გასაღები უნდა იყოს ამ სტრუქტურის ხელში, მეორე გასაღები უნდა იყოს სასამართლოს ხელში და მხოლოდ ორივე გასაღების ჩართვის პირობებში იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ ადამიანის ფარული მიყურადება და მესამე და ყველაზე მთავარი-ომბუდსმენს და დეპუტატს, ერთს უმრავლესობიდან და ერთს ოპოზიციიდან უნდა ჰქონდეთ ფარული მიყურადების მონიტორინგის შეუზღუდავი შესაძლებლობა. დღის ნებისმიერ მონაკვეთში მათ უნდა შეეძლოთ როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი დოკუმენტაციის შემოწმება,“-აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ვიცი, პირადი კადრებით ვინ მაშანტაჟებდა”- ინგა გრიგოლიას სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატია,,კეთილი ინებოს ნარმანიამ ჩაიხედოს კანონში და მოცუნცულდეს საკრებულოში“- ელისაშვილი