ე.წ. მოსმენების კანონი – ანა დოლიძე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას უპრეცენდენტოს უწოდებს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტმა ე.წ მოსმენების კანონპროექტის შესახებ გაკეთებული განცხადება და ქმედება უპრეცენდენტო იყო.
,,პრეზიდენტმა დღეს პირველად გაახმოვანა ის უპრეცენდენტო ნაბიჯი, რომელსაც ის მოსმენების კანონთან დაკავშირებით გადადგამს.მოგეხსენებათ პრეზიდენტი მხარს უჭერს ხალხის ინიციატივას, დაიცვას საკუთარი პირადი ცხოვრების უფლება და გაასაჩივროს მოსმენების პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამ შემთხვევაში ის მხარს დაუჭერს და დაეხმარება საკონსტიტუციო სასამართლოს მეგობრის სტატუსით. ის მიაწვდის მოსაზრებებს და არგუმენტებს რომელიც იმედი გვაქვს გააძლიერებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას”- აღნიშნა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება თურქი მებაჟის მიერ საქართველოს მოქალაქის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე : პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან საინტერესო გამოსვლა, ეს ეტყობოდა დარბაზსაც, რადგან ყველა ძალიან დიდი ყურადღებით ისმენდა