ე.წ. მოსმენები კანონი – არასამთავრობო ორგანიზაციები კანონს მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

ე.წ. მოსმენები კანონი – არასამთავრობო ორგანიზაციები კანონს მიმდინარე კვირას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ამ ეტაპზე მესამე სექტორი ინტერნეტის მეშვეობით ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს, ხელმოწერების შეგროვების პროცესი 6 აპრილს შეწყდება.

ამ დროისათვის არსებობს 100-ზე მეტი ხელმომწერი. არ არის გამორიცხული სამოქალაქო სექტორთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი სახალხო დამცველმაც შეიტანოს.

„კამპანია ეს შენ გეხებას მიზანია, რომ ეს საკითხი გახდეს საზოგადოების გამაერთიანებელი, საზოგადოების მაქსიმალურად ბევრი წევრი მოიცვას. ამიტომ, ჩვენ სპეციალური აპლიკაციის საშუალებით შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, რომ ამ აქციას შემოუერთდნენ ამ აქციას. შემდეგ უკვე მთლიანი ძალისხმევა გადავა საკონსტიტუციო სასამართლოზე. შევეცდებით, რომ ისევ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ რეალურად შექმნას ის ნორმატიული ბაზა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა,“ – განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში „ევროპული საქართველოს“ შვიდპუნქტიანი ეკონომიკური ინიციატივის განხილვა იწყება
შემდეგი სტატიასაგამოძიებო ღონისძიებები “ჭაშნაგირთან”- რა ხდება დიღომში