ე.წ. მოჯადოებული თოჯინების თემაც კი საკმარისია, თუ რა სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ

„ე.წ. მოჯადოებული თოჯინების თემაც კი საკმარისია, თუ რა სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ,“ – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტს მეუფე პეტრემ ე.წ. ციანიდის საქმის შეფასებისას გააკეთა.

მეუფე პეტრე შორენას გავლენებსა და სასამართლოში პატრიარქის დაცვის ყოფილ უფროსის ჩვენებაზე საუბრობს.

„თუ სასამართლოზე უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ცრუობს, მაშინ, რა თქმა უნდა, მას უნდა მოეთხოვოს პასუხი, დავუშვათ, რომ ამხელა დისკრედიტაცია მოხდა ამ საკითხით, თუნდაც და ამ ჩვენებით ეკლესიისა და საპატრიარქოსი. თუ არა, მაშინ მისთვის, როგორც ვიცი, პასუხი ამ კუთხით არავის მოუთხოვია, ოფიციალურად ყოველ შემთხვევაში, მაშინ კიდევ ერთხელ ვხედავთ, თუ რასთან გვაქვს საქმე და რამდენად სავალალოა მდგომარეობა,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამ ვითარებიდან მეუფე პეტრე ერთადერთ გამოსავლად სასწრაფოდ საეკლესიო სასამართლოს შექმნას და ბრალდებულების კანონიკური წესებით გასამართლებას ხედავს.

„საეკლესიო სასამართლოს ფუნქციები წმინდა სინოდს აქვს მითვისებული და ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, როგორი დაუსჯელობის სინდრომი არსებობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, რაც ძალიან აზიანებს ეკლესიას ყველა მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ წმინდა მამათა სწავლებაზე, წმინდა სახარებაზე და კანონიკურ სამართალზე დაყრდნობით უნდა ვიმოქმედოთ, რომელსაც, ვფიქრობ, რომ მივაღწევთ,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.