ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ

ლევან იზორია:-„ოპოზიციის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქციაზე წამსვლელებზე ზეწოლა მიმდინარეობს სიმართლეს არ შეესაბამება“

ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსის ინსტრუქტორებს წვრთნების ჩატარების უფლებამოსილება არ ჰქონდათ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

”ეს არის ე.წ. მყვინთავ მებრძოლთა კურსები, რომელიც 2011 წლიდან ტარდება. ეს იყო ბოლო კურსი, რომელიც 15 ივნისიდან დაიწყო და სრულდებოდა 26 აგვისტოს. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში არ იყო გაწერილი პროცედურები, თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს წვრთნები. უცხოეთის ქვეყნებში, იქ სადაც წვრთნები უკავშირდება ჯარისკაცის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გარკვეულ საფრთხეს უქმნის მას, აუცილებელია ამ წესების არსებობა. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ინსტრუქტორებს, საქართველოში არ არსებობს სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ უფლებამოსილება, როგორც ინსტრუქტორებს, ეს წვრთნები ჩაეტარებინათ. აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. აქ ჩანს სამსახურეობრივი გულგრილობის ნიშნები”, – განაცხადა ლევან იზორიამ, თუმცა საკითხზე მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო პროკურატურასთან თანამშრომლობს გამოძიების პროცესში და უახლოეს დღეებში ის თავის სამართლებრივ შეფასებას გააკეთებს.

თავდაცვის სამინისტროს ორი ჯარისკაცი იაგო შარაძე და გიორგი ნანეტაშვილი 16 აგვისტოს გონიოში გეგმური წვრთნების დროს ზღვაში დაიკარგნენ. მათ ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

banner
წინა სტატიაშიკარიმოვის ქალიშვილი: ხალხის მხარდაჭერა მამას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება
შემდეგი სტატიასირცხვილია სპეცრაზმის სამხედროები ასეთ დაბალ სიღრმეში ვერ იპოვეს