ე.წ.მესაზღვრეების მიერ სოფელ ოკამიდან გატაცებული ორი მამაკაცი გაათავისუფლეს

ე.წ. მესაზღვრეების მიერ სოფელ ოკამიდან გატაცებული ორი მამაკაცი გაათავისუფლეს, – აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

20 ოქტომბერს, სოფელ ოკამის მცხოვრებლები, 1985 წელს დაბადებული სოსო შუკაკიძე და 1987 წელს დაბადებული გიორგი შამანაური ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი შეშის შესაგროვებლად იყვნენ წასული, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად გიორგი ათაბეგაშვილი აირჩიეს
შემდეგი სტატია,,ივანიშვილმა „მწვანე შუქი“ აუნთო უკანონო მოქმედებებს სამართალდამცავ ორგანოებში, როცა თქვა, რომ ვიღაცას დასჯის, ან არ დასჯის”