ე.წ. „მეფედრონის“ მიღების შედეგად 19 წლის გოგონას გარდაიცვალების ფაქტი არ დადასტურდა

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ე.წ. „მეფედრონის“ მიღების შედეგად, თბილისში 19 წლის გოგონა გარდაიცვალა, არ დადასტურდა.

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონის“ მიღების შედეგად, ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

სააგენტო „თაიმერმა“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა. მსგავს ფაქტს არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება
შემდეგი სტატიასაგარეჯოში ირანის მოქალაქე ცხელ გუდრონში ჩავარდა