ე.წ. კურსკის ოპერაციაში მონაწილე ქართველი მეომარი

“ძაან მეამაყება დღეს ამ ბიჭების გვერდით ყოფნა – საზღვრის იქით ვესვრით, ფაქტობრივად რუსეთს ვბომბავთ”, – ამის შესახებ ე.წ. კურსკის ოპერაციაში მონაწილე ქართველი მეომარი კახა თილიძე საუბრობს.

…საქართველოსთვის და ჩვენი ბიჭებისთვის, ვინც აგვისტოში გმირულად დაეცნენ. ყველას არ აქვს ახლა ეს პრივილეგია. მე მესმის ნამდვილი ქართველი მეომრების, რომ ამდენი წლის განმავლობაში რუსებს ვერ მოვთხოვეთ, ხოდა, რავიცი, მცირედით მაინც რაღაცას ვშვრებით, რომ არა ვართ ისეთი მიფარჩაკებულები ქართველები, რომ სადღაცა ვიღაცა ღორის შვილები არ გავაგოროთ. ორი დღეა უკვე ვუბრახუნებთ იქ და ერთ კონკრეტულ ნიუანსს გეტყვით, რითიც ძაან მეამაყება დღეს ამ ბიჭების გვერდით ყოფნა, რომ მოწინააღმდეგე არის 2 და 800-ში სადღაც, ხოდა ჩვენ იქით ვესვრით ანუ, საზღვრის იქით, ფაქტიურად რუსეთს ვბომბავთ…, – ამბობს კახა თილიძე.

გავრცელებული ცნობებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას საზღვრის გასწვრივ ორი ათასამდე მეომარი ჰყავს მობილიზებული.

banner
წინა სტატიაში7 აგვისტოს რუსმა პროპაგანდისტებმა და ე.წ. „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები სასაზღვრო ზონაში იმყოფებიან
შემდეგი სტატიაკურსკში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული – რუსული მხარის მტკიცებით, დრონები და რაკეტები ჩამოაგდეს