ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.















