ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის და პარლამენტთან, შვილმოკლულ მამებთან ერთად აქციის გამართვას ითხოვს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ორმა პირმა ბანერები მიიტანა და ზაზა სარალიძის აქციაში მონაწილეობას ითხოვს, თუმცა პოლიცია ჯერჯერობით მათ ამის საშუალებას არ აძლევს. ბანერებზე გამოსახული არიან პირები, რომლებიც მათი მტკიცებით, ზურაბ ვაზაგაშვილმა 15 წლის წინ დახოცა.

ერთ-ერთი მოქალაქის, ირინა ცააძის განცხადებით, მისი ძმა ციხეში ე.წ. “კორტების საქმის” გამო უსამართლოდ ზის და სასიკვდილო ტყვია ზურაბ ვაზაგაშვილისთვის მას არ უსვრია. ამ წუთებში აღნიშნული პირები ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციაზე ბანერების შეტანასთან დაკავშირებით ნებართვას ელოდებიან.

გიორგი ცააძე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა მსჯავრდებული.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ავარიის შედეგად 12 წლის მოზარდი დაიღუპა
შემდეგი სტატიაფარული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილია – ბრიტანეთის ლაბორატორია ადასტურებს, რომ “ომეგა ჯგუფის” საქმეში აუდიოფაილები ნამდვილია