ე.წ კორტების საქმეზე ბრალდებულთა ახლობლები ციხეში ომბუდსმენის შესვლას ითხოვენ

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებული ირაკლი ფირცხალავას, გიორგი ცააძისა და კობა თოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ მათი ოჯახის წევრები და ციხეში სახალხო დამცველის შესვლას ითხოვენ.

მათი თქმით, პატიმრები უკვე მეოთხე დღეა შიმშილობენ. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან იმ დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვენ, რომლითაც მათი მტკციებით დასტურდება, რომ საქმის მთავარმა მოწმეებმა – შვიდივე სპეცრაზმელმა ჩვენებები შეათანხმეს.

როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, მოშიმშილეები ექიმების მეთალვყურეობის ქვეშ არიან და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი წლიური მოხსენებით პარლამენტში სავარაუდოდ, მარტში წარსდგება
შემდეგი სტატიააფხაზეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა ერთმანეთს უვიზო რეჟიმი დაუწესეს