ე.წ კომენდანტის საათის მიუხედავდ “წაჩხურობა” 2020 გაიმართება

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში, აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულში, დღესასწაული „წაჩხურობა“ აღინიშნება.

ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა გრიგოლ კაციამ “თაიმერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ “წაჩხურობა” გაიმართება, მაგრამ არა იმ მასშტაბებით, როგორც ეს წინა წლებში ტარდებოდა. მისივე განცხადებით, სოფელ სალხინოში მდებარე “წაჩხურუს” მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია სოფლის ცენტრიდან 7 კილომეტრის მოშორებით, ხირზენის კალთაზე, მაღლობზე მდებარეობს. მე ვფიქრობ, რომ სოფლის მოსახლეობა მოვა და შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება.

 

ამ დღეს ტაძარში მოსალოცად უშვილო წყვილები წაჩხურუს მთავარანგელოზის ხატს შეწევნას სთხოვენ, ასევე თხოვნის შესრულების გამო მადლობელი ადამიანები მოდიან. მათ თან პატარა, ლამაზად მორთული აკვნები მიაქვთ, ზოგს აკვანში თოჯინაც კი ჰყავს. „წაჩხურობას“ სპეციალური წირვა უშვილოებისთვის ტარდება. მათ ლოცვებში იხსენიებენ და წყვილები ეზიარებიან.

სამეგრელოდან სვანეთისკენ მიმავალ წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილებზე გამოუვლია და ქვის ჯვარი აღუმართავს.
ტაძარი მოგვიანებით მე-7 საუკუნეში აუგიათ, თუმცა ჩვენამდე განახლებული, მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიშოთა რეხვიაშვილი : ბოლნისიდან ლუგარის ლაბორატორიაში 95 პირის ნიმუშია გადაგზავნილი, პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიასანზონაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს