ე.წ..კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული ზაუტაშვილის მოთხოვნები პროკურატურას და შიმშილობის დაწყების მუქარა

ე.წ..კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული პროკურატურას სამ მოთხოვნას უყენებს და ერთკვირიან ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, უვადო შიმშილობის დაწყებით იმუქრება. ამის შესახებ ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა განაცხადა. პირველი მოთხოვნა შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილის პასუხისგებაში მიცემა ჩვენების მიცემაზე უარის თქმის გამო, რაც ადვოკატის განმარტებით, იმაში გამოიხატება, რომ ელისაშვილი ამ დრომდე არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისგან ზეწოლაზეც საუბრობს. რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, მირიან ნიკოლაძის თქმით, პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს ელისაშვილის წინააღმდეგ, მისგან მთავარი პროკურორის მოადგილეზე, გიორგი გოგაძეზე ზეგავლენის მოხდენის მოტივით. მესამე მოთხოვნა კი, რაც ანასტასია ზაუტაშვილს გააჩნია, არის – პროკურატურამ გამოაქვეყნოს შედეგები 4 განცხადებაზე, რომლითაც მსჯავრდებულმა პროკურატურას მიმართა და მის მიმართ წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიება მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობისაგან დაზარალებული წყალტუბოს მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიამაშველებმა იმერეთში მონადირეები და ძაღლები გადაარჩინეს