ე.წ. კანონიერი ქურდები დაშინების პროცესში ჩაერთნენ – ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის როლანდ გეგეჭკორის ძმას, ურთა-ცაიშის კონტროლი დაევალა

ზუგდიდში ხელისუფლებამ მოსახლეობის დაშინების პროცესში უკვე ე.წ. კანონიერი ქურდები ჩართო. ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, როლანდ გეგეჭკორის ძმა ურთა-ცაიშის “მაყურებელია”, რომელიც ადგილობრივებთან მიდის და მმართველი გუნდის სასარგებლოს ხმის მიცემას აიძულებს.

ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით,როინ გეგეჭკორი და მისი ახლობლები გვიან ღამით სახლებში დადიან და ამომრჩევლისგან „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას მოითხოვენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძმებ გეგეჭკორებს მისცა დავალება, რომ იყვნენ ორი სოფლის “მაყურებლები”, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ოჯახებზე დევნა გამოცხადდება.

„სუს-ისგან აქვთ ასეთი დავალება მიღებული, რომ „ქართული ოცნებისთვის“ იმუშაონ, ხმები აგროვონ. დადის, მუშაობს ეს ადამიანი. ასევე იმასაც ამბობენ, რომ თუ ამას არ გააკეთებს, მოუწევს ქვეყნის დატოვება, დევნას დაიწყებენ. ვისთანაც გაუვა, აკეთებინებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ შემოახაზინოს არჩევნებზე. მაინც ცნობილი ოჯახიდან არის და მენტალიტეტიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად გავლენა აქვს. შედარებით ღამის პერიოდში მიდიან და ხალხს ელაპარაკებიან,“ – აცხადებს წყარო

როინ გეგეჭკორის მეუღლემ და ნათესავმა დაშინების შესახებ გავრცელებული ბრალდებები არ დაადასტურეს. თუმცა როინ გეგეჭკორის მეუღლემ არ უარყო, რომ მისი მაზლი ავტორიტეტით სარგებლობს.

„დიახ, არის. რუსეთში ცხოვრობს და არ მინახავს ბევრი წელია. ჩემი ქმარიც რუსეთში მუშაობს. პატარა ბიზნესი აქვს. ახლა აქ არის. ავად არის, ინფარქტი აქვს და მკურნალობს. ის აქ არ მუშაობს და რაში სჭირდება ეს საქმიანობა?’ – აღნიშნა როინ მეუღლემ.

წყარო: რუსთავი 2

banner
წინა სტატიაში,, ეს არ არის შენი დუქანი საქართველო… ჩვენ ყველანი უნდა დავმობილიზირდეთ”-სააკაშვილის მიმართვა
შემდეგი სტატიაეს არის, ცხადია, უსამართლობა და უკანონობა-ოდიშის“ ჟურნალისტი, ლევან თორია მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს