ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ბრალეულობა მტკიცდება

მთავარი პროკურორი ე.წ. კაბელების საქმეზე აცხადებს, რომ საქმეზე ბრალდების მხარემ ყველა საჭირო მტკიცებულება წარადგინა, რომლითაც ბრალდებულების ბრალეულობა მტკიცდება.

„საკმაოდ დიდიხანია რაც ეს პროცესი მიმდინარეობს, ბრალდების მხარემ ამ საქმეზე წარადგინა არა ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დგინდება, კონკრეტული პირების მიერ, ამ საქმეზე ბრალდებული პირების მიერ მათზე შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ეს არის უტყუარად დადასტურებული, ეს დადასტურდა არა მარტო წინასწარი გამოძიებით, არამედ კონკრეტულად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მყარი და ჩვენი ერთადერთი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი ყველა ბრალდებული პირის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

აღსანიშნავია, რომ დღეს ე.წ. კაბელების საქმეზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარსდგება. სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვას ბრალდებულებიც წარმოთქვამენ, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება განაჩენის გახმაურება.

ბრალდებულთა ბრალეულობას უფლებადამცველები გამორიცხავენ. ადვოკატები გამამართლებელ განაჩენს ელიან, მათი განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებიდან არ დასტურდება თავდაცვის სამინისტროს მხრიდან უკანონო შესყიდვების განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქემზე ბრალდებულებს სახელმწიფო თანხის გაფლანგვაში ედებათ ბრალი.

banner
წინა სტატიაში“მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი” – ირაკლი შოთაძე
შემდეგი სტატიაშოთაძე ტელეკომპანია “იმედის” ყოფილი ტელეწამყვანის შალვა რამიშვილის საჩივარს ეხმაურება