ე.წ. კაბელების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ე.წ.კაბელების საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. პროცესი 15 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 16 იანვარს დასრულდა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს 4 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო თანხის გაფლანგვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

banner
წინა სტატიაშიკიევის სააპელაციო სასამართლო დღეს გია ცერცვაძის ადვოკატის საჩივარს განიხილავს
შემდეგი სტატიაწულუკიანის განცხადების შემდეგ ომბუდსმენის აპარატთან შეკითხვები უმრავლესობასაც გაუჩნდა