ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს ვახტანგ კაპანაძეს დაკითხავენ

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს ვახტანგ კაპანაძეს დაკითხავენ. პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

სხდომაზე მოწმეების დაკითხვა იგეგმება. ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევაც მოხდება.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 4 მილიონზე მეტი სახელწმიფო თანხის გაფლანგვისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

რამდენიმე თვის წინ ისინი თავდაცვის მინისტრმა სამსახურში აღადგინა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძესთან დაკავშირებულ ყველა შეკითხვას დღეიდან ადვოკატი დავით ლანჩავა უპასუხებს
შემდეგი სტატიათბილისში კვირის ბოლომდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება- ერთი კვირის ამინდის პროგნოზი