ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებულების შეწყალების საქმე პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის

ე.წ. კაბელების საქმეზე დასკვნა არის დანაშაული. ამ დანაშაულის თანამონაწილე იყო პროკურატურა, პოლიტიკური ელიტა და სასამართლო. ახლა ამ ინსტანციიის სასამართლოს აქვთ შანსი, რომ ეს სამარცხვინო ლაქა რაღაცნაირად ჩამოირეცხონ და დანაშაული შეუმსუბუქონ. ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყველა მტკიცებულებით ნათლად ჩანს, რომ ამ საქმეში ეს ადამიანები უდანაშაულოები არიან.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს. რაც შეეხება პრეზიდენტთან “თავისუფალი დემოკრატებისა” და ადვოკატის შეხვედრას, შეწყალების საქმე არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი”, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი პაოლო ჯენტილონის იტალიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს სიპებ-ში 200-მდე ადამიანის შემცირება იგეგმება