ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები დღეს დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან

საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ კაბელების საქმის სასამართლო პროცესი განახლდება, პროცესზე ბრალდებულები , თავდაცვის სამინისტროს ხუთივე ყოფილი მაღალჩინოსანი საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.
„დაცვის მხარეს აქვს მოლოდინი რომ სასამართლო გამოიტანს სწორ და ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომელიც აისახება გამამართლებელ განჩენში ვინაიდან განვლილმა სასამართლო პროცესებმა და დასკვნითმა სიტყვებმა აჩვენა, ის რომ ბრალდების მხარეს არანაირი პოზიცია არ აქვს აქვს, აქვს მხოლოდ სურვილი, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები უკანონოდ მსჯავრდებულები გახდნენ“- განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

ბრალდებულების უფლებადამცველებისგან განსხვავებით, გამამტყუნებელი განაჩენი მოლოდინი აქვს პროკურატურას. ამასთან დაკავშირებით განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ჩვენი მოლოდინი, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია

თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებიან.

banner
წინა სტატიაშითსუ-ში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაკობახიძე “თავისუფალ დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძეს და ნათელაშვილს” “ნაციონალების“ სატელიტებს უწოდებს