ე.წ. კაბელების და “რუსთავი 2”-ის საქმე – ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კაბელების საქმეზე სარჩელების შესაძლო შეცვლისა და რუსთავი 2-ის საქმეზე მაია კოპალეიშვილის აცილების საკითხებზე გადაწყვეტილების დროულად მიღებას ითხოვს.

„რატომ არ არის ამ დრომდე პასუხი გაცემული ამ კითხვებზე, იმ შუამდგომლობაზე, რომელიც პარლამენტმა წარადგინა და ეხებოდა ამ საფუძვლებით, კონკრეტული მოსამართლეების აცილებას, იმისთვის, რომ გაჩნდა, ეჭვი, მათ მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობაში. დასვით ეს კითხვები, რომ ჩვენც და საზოგადოებამაც გაიგოს, რა პოზიცია აქვს სასამართლოს, რატომ აჭიანურებს დღეს ის თავად ამ საკითხების გადაწყვეტას,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ადვოკატებმა მეორედ მოითხოვეს მოსამართლეების აცილება. საუბარია პირველი კოლეგიის სამივე წევრზე, რომლებმაც უკვე განიხილეს რუსთავი 2-ის სარჩელი.

banner
წინა სტატიაშიმედიამ ოდესაში ბერეზოვსკის იახტა აღმოაჩინა
შემდეგი სტატიათბილისის მერს საკრებულოში 4 საათზე ელოდებიან