,,ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები იბრალებენ, თითქოს მათი მოტივაცია რელიგიურია”

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები იბრალებენ, რომ თითქოს მათი მოტივაცია იყოს რელიგიური, მაგრამ ისინი არიან უბრალოდ დამნაშავეები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
მისი თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივები განხორციელდება.
“ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლები იბრალებენ, რომ თითქოს მათი მოტივაცია იყოს რელიგიური, მაგრამ ისინი უბრალოდ არიან დამნაშავეები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვასხვავოთ ერთი მხრივ, რელიგიური მრწამსი და რელიგიური გრძნობები და კრიმინალი. ამ მიმართულებით ბევრი რამის თქმა შეიძლება და უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ. ამ მიმართულებით ახალი ინიციატივები გატარდება და ასრულდება”, – განაცხადა ჰანმა.
მისივე თქმით, საქართველო არის ერთგული გლობალური უსაფრთხოების. ჰანმა განაცხადა, რომ ახალი გამოწვევებია მთლიანად რეგიონში და უნდა შემუშავდეს თუ როგორ მოხდეს გამკლავება ამ გამოწვევების.
“რამდენიმე დღეში ჩვენ გვექნება უსაფრთხოების საბჭოსთან შეხვედრა, სადაც განვიხილავთ მიმდინარე უსაფრთხოების საკითხებს, ისევე როგორც ღონისძიებებს, რათა შემდგომში გაძლიერდეს უსაფრთხოების გარანტიები. უპირველეს ყოვლისა, მე ვფიქრობ, რომ რაც ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა და რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები, ყველასთვის შესაძლებელია კიდევ უფრო გაუმჯობესდეს თანამშრომლობა უსაფრთხოების, სპეცსამსახურებს შორის. ამის საჭიროება რა თქმა უნდა, არსებობს. ამაზე დებატები მიმდინარეობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს მაქსიმალურად ეფექტურად. არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები”, – განაცახადა ჰანმა.

ვირუსის ბლოკატორები