ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს.

ინფორმაციას ერაყული არხი Al Sumaria ერაყის ქალაქ ნინევიაში მყოფ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფების მებრძოლებმა მოკლე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვდარია.

შეგახსენებთ, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ ცნობები აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა დაჯგუფებას ეს ცნობები ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ უკანასკნელ ცნობას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაახლოებით ერთი თვის წინ ავრცელებდა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სავარაუდოდ, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი რუსული ავიაციის დარტყმების დროს, სირიაში ქალაქ რაქას მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპა, თუმცა ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდებოდა.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო
შემდეგი სტატიაN11 დაწესებულებაში ქუჩის კალათბურთის მატჩი ჩატარდა