ე.წ. გოგირდის აბანოები შესაძლოა წყლის საფასურის ზრდის გამო დაიხუროს

ძველი თბილისის ტურისტული და კულტურული ცენტრი აბანოთუბანი შესაძლოა დაიხუროს. ამ თემაზე ერთობლივი პრესკონფერენცია ტერიტორიაზე განთავსებული 6 აბანოს ხელმძრვანელებმა გამართეს. მიზეზი წყალზე დაწესებული ტარიფის გაძვირება.

მათი თქმით, 2015 წლიდან ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის მიერ დაწესებული გადასახადი არაგონივრულია, რომლის გადახდასაც ისინი ვერ ახერხებენ. ამის გამო მათ დავალინებაც დაუგროვდათ, წყლის კომპანიამ კი სასამართლოს მიმართა.

აბანოების მეპატროენეები პრემიერმინისტრს მიმართავენ და პრობლემის მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აბანოების დახურვას გეგმავენ.

ძველი თბილისის აბანოების ხელმძრვანელების პრეტენზიებს კომპანია ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერში უპასუხეს.

„მათ აქვთ საკმარისი შემოსავალი იმისათვის, რომ არ იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა ბიზნესთან შედარებით. რაც შეეხება ადრე არსებულ გადასახადს, რასაც გოგირდის აბანოები იხდიდნენ, ეს იყო ზეპირად, რაღაც გაურკვეველი შეთანხმების საფუძველზე გადასახადი, რომელსაც კომპანია დღეისათვის არ იზიარებს და ტარიფის დარიცხვა აბანოებზე ხორციელდება ისე, როგორც – სხვა კომპანიებს“, – აღნიშნა ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის ბილინგის სამსახურის უფროსმა გიორგი სულაბერიძემ.

banner
წინა სტატიაშიკრემლმა სირიაში საავადმყოფოების დაბომბვაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატიასავჩენკოს მხარდასაჭერად ევროპაში თებერვლის ბოლომდე შიმშილობას გამოაცხადებენ