ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ზუგდიდში A ტიპის H1N1 ვირუსის – ე.წ. ღორის გრიპის 4 შემთხვევა გამოვლინდა

ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 35 წლის მამაკაცს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში H1N1-ის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუსვეს.

პაციენტის გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული მკურნალობა გახდა. მამაკაცი ზუგდიდში გალის რაიონიდან გადმოიყვანეს. როგორც ცნობილია მის გადმოყვანას ენგურის ხიდზე პრობლემები შეექმნა. მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს.

ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე 10-ე შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიმობილურით გადაღებული საუკეთესო ფოტოები
შემდეგი სტატია“მაესტრო” ეთერში წარწერის გარეშე გავა