ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილებები დღეს აღარ გამოცხადდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დღეს გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მოსამართლე მერაბ ტურავამ აცნობა. ტურავა ამბობს, რომ პლენუმი გადაწყვეტილებებს არ გამოაცხადებს და კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილებები უკვე ხვალ კოლეგიების მიერ გამოცხადდება.

სამუშაო პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ დილიდან დაიწყება. მოსამართლეები თავდაპირველად სამუშაო შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც კოლეგიები მიღებულ გადაწყვეტილებებს გამოაცხადებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ,,ნაციონალური მოძრაობის” მცდელობის მიუხედავად, არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის
შემდეგი სტატიაგიორგი ალიბეგაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა