ე.წ. ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან და ზეწოლა ამომრჩეველზე-ყარაჯალაში ამომრჩეველს პირდაპირ მიუთითებენ, რომ #48 შემოხაზონ

თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ამომრჩეველზე ზეწოლას ე.წ. ძველი ბიჭები ახდენენ. ისინი მოქალაქეებს მითითებებს აძლევენ თუ ვის უნდა მისცენ ხმა. ადგილი აქვს პირდაპირ ზეწოლას. “კურიერის” ჟურნალისტმა დააფიქსირა ფაქტი ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი საარჩევნო უბნიდან გამოიყვანეს და მასზე ხდებოდა ზეწოლა და მიუთითებდნენ ვისთვის უნდა მიეცა ხმა. მას შემდეგ, რაც პირებმა რომელიც მამაკაცზე ძალადობდნენ, დააფიქსირეს რომ ადგილზე იმყოფებოდა გადამღები ჯგუფი, ის ადგილიდან სამარშრუტო რაქსით წაიყვანეს.

გარდა ამისა, საარჩევნო უბნებთან მობილიზებულები არიან „ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავენ ამომრჩეველს. მათ არ დაუმალავთ, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ჰყავთ აღრიცხული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებად, იმ შემთხვევაში თუ საარჩევნო უბანზე არ გამოცხადდებიან, მათ სახლში მიაკითხავენ.

„გვაინტერესებს აქტივობა როგორია. რამდენი ამომრჩეველი მოვიდა საარჩევნო ყუთებთან. ვინიშნავთ მონაწილეობა ვის არ მიუღია,“-აცხადებენ ყარაჯალაში.

რთული ვითარებაა გურჯაანშიც. ერთ-ერთ შემთხვევაში თავად გურჯაანის მერმა მიუთითა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი გაეძევებინათ უბნიდან.

დამკვირვებელი ამბობს, რომ მასშემდეგ, რაც მან უარი თქვა დაეტოვებინა საარჩევნო უბანი, ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და სწორედ მათი დახმარებით გააძევეს ის უბნიდან. მისი თქმით უბნის თავმჯდომარის გაღიზიანება მის მითითებას მოჰყვა.

“იდგა კაბინის გვერდზე რომ დაკეცილ ბიულეტენზე ეუბნებოდა, რომ გამიშალე დავინახო რა შემოხაზეო. ვუთხარი, რომ ეს არ შეიძლება. ვიღებდი ვიდეო მასალას კედლიდან. რამდენჯერაც ჩავრთე ტელეფონი მითხრა დაგიწერ ოქმსო,”-ამბობს დამკვირვებელი.

banner
წინა სტატიაში„საგანგაშო მდგომარეობაა“ – გიორგი ვაშაძე მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირებულ დარღვევებზე
შემდეგი სტატიანადირაშვილი: კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები უბნებზე ამომრჩევლებზე ზეწოლას ახდენენ