ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი – თუ ვისგან იყიდა გიორგი მამალაძემ ციანიდი, ამას ცალკე წარმოებად გამოყოფილი გამოძიება დაადგენს

დაცვის მხარის შესავალ სიტყვაზე არ გვაქვს დიდი მოლოდინი. სხვადასხვა ვერსიები აქვთ, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

„დაველოდებით, ამჯერად რას მოიგონებენ. თქვენ იცით, მიმდინარეობს ცალკე გამოძიება, თუმცა ჯერ დეტალებზე ვერ მოგახსენებთ ინფორმაციას“, – განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, ცნობილია თუ არა ვისგან იყიდა ციანიდი დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, პროკურორი პასუხობს, რომ ამას ცალკე წარმოებად გამოყოფილი გამოძიება დაადგენს.

„ვერ მოგახსენებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მას ადამიანის მკვლელობა ბრალდებოდა და ეს გამოძიებამ დაადგინა. რაც შეეხება მოწმეებს, თუ დაგვრჩა დრო, მზად ვართ დაკითხვა დავიწყოთ“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით კვლავ დახურული იქნება. სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან ბრალდებულის ადვოკატები, რის შემდეგაც შესაძლოა, მტკიცებულებების გამოკვლევაც დაიწყოს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება კონსესუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით” – პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაილია მეორე : რაც შეეხება სასამართლოს, ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში