ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სკანდალურ დეტალებს ჰყვება – სპეცსამსახურის კვალი საპატრიარქოში და პატრიარქის დეზინფორმირება

საპატრიარქოს უსაფრთოხების სამსახურის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე რუსთავი 2-თან სკანდალურ დეტალებს ჰყვება. ტარას შავშივილი დღეს ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, ის რამდენჯერმე დაიკითხა უკვე ჯერ პროკურატურაში ხოლო შემდეგ სასამართლოში. ციანიდის საქმის გამო მის სახლში ჩხრეკა რამდენჯერმე ჩაატარეს, გამოძიებას ჰქონდა კითხვები, ხომ არ გადასცა მან მამა გიორგი მომწამვლელი ნივთიერება, ტარას შავშიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც გერმანიაში გამგზავრებამდე ყველაზე ბოლოს შეხვდა მამა გიორგი მამალაძეს, ის აეროპორტში ესაუბრა დეკანოზს და დაკავებამდე ნივთებიც გადასცა. ის დეკანოზს ღამის 12 საათზე ჟვანიას მოედანზე შეხვდა.

შავშიშვილი ,,კურიერთან“ ამბობს, რომ მან მამა გიორგის რამდენიმე ბოთლი ღვინო გადასცა, რომელიც პატრიარქს გერმანიაში, ექიმებისთვის საჩუქრად უნდა მიეცა. ,,ღვინოების ჩატანა გერმანიიდან მოითხოვეს იქ მყოფმა ადამიანებმა, რომლებიც უწმინდესს ახლდნენ“ – ამბობს შავშიშვილი.

პროკურარტურა ამ შეხვედრას კონსპირაციულს უწოდებს, სავარაუდოდ ამის გამო გაჩხრიკეს შავშიშვილის სახლი. შავშივილი არ მალავს, რომ ის დეკანოზს ქუჩაში ღიად ესაუბრა და ამაში კონსპირაციას ვერ ხედავს.

,,მას ფინანსური მხარდაჭერაც უნდა აღმოეჩინა, რადგან ამის პრობლემებიც იყო – სასტუმორს, კვების, გადაადგილების… იყო კითხვა სხვა რამე ხომ არ გავატანე, თუმცა მე ვერ მვიღებდი ამ შეკითხვას ციანიდი ხომ არ გავატანე, მე ამის შესახებ მოგვიანებით გავიგე, როცა ეს ამბავი გახდა ცნობილი“.

შავშიშვილი დარწმუნებულია, რომ დეკანოზი საპატრიარქოში დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია. ის ამბობს, რომ საპატრიარქოში ადგილი ჰქონდა პოლიტიკოსების ხშირ სტუმრობას და პატრიარქის დეზინფორმირებას, რომელიც მხოლოდ ციანიდის სკანდალის შემდეგ არ დაწყებულა. ,,ყველაზე მწვავე პრობლემა ეს არის პატრიარქის დეზინფორმირება, რომელსაც ძალიან ხშირად ვაწყდებოდით ჩვენ. ეს სამწუხაროდ ძალინ ხშირად ხდებოდა, რაც უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა საპატირარქოს, ესენი იყვნენ პოლიტიკოსები, მათ შორის მღვდელმთავრებიც, ხშირად დადიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. როცა მამა გიორგი დააკავეს უწმინდეს ჰქონდა სურვილი, რომ თავდებით ეშუამდგომლა, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო, მაგრამ მამა გიორგი გამოსულიყო გარეთ, ეს შეიძლება ყოფილიყო მონასტერიც, ამაზე იყო საუბარი, შემდეგ გაიმართა რამდეიმე შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილობით, შემდეგ უკვე ამ თემაზე საუბარი მორჩა“ – აცხადებს შავშიშვილი თუმცა პოლიტიკოსების გვარებს არ აკონკრეტებს, ვის გამოც პატრიარქმა გადაწყვეტილება შეცვალა.

,,ამაზე ღიად პასუხს ვერ გაგცემთ, ეს სპეცსამსახურების კი არა საპატრიარქოს პრობლემა იქნება. არის საკითხები, რომელზედაც მე ვერ ვისაუბრებ საპატრიარქოს ინტერესებიდან გამომდინარე“ – ამბობს ტატო შავშიშვილი.

ტარას შავშიშვილი სოსო ოხანაშვილის ბავშვობის მეგობარია და სწორედ მისი რეკომენდაციით მოხვდა ის საპატრიარქოში.

,,მამა გიორგიმ იცოდა ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ეხებოდა ქონების უკანონო გასხვისებას. აქ საუბარი იქნებოდა მაღალ იერარქებზე და მათ შორის შესაძლოა ქალბატონ შეორენა თეთრუაშვილზე. ძალიან მწვავედ იდგა საკითხი საპატრიარქოს კლინიკის, რომელსაც ჰქონდა ბევრი დავალიანება, თუმცა ჰქონდა დიდი შემოსავალიც, მამა გიორგი როცა დაინიშნა, მაშინ აღმოაჩინა, რომ იქ ადგილი ჰქნოდა მიოლიონიან გაფლანგვებს. როგორც აღმოაჩინა ეს დაპირისპირბა იყო უკვე გაღმავებული. მე არ მინდა დავაკონკრეტო, რადგან არ მინდა მოხდეს საპატრიარქოს დისკრედიტაცია. რა ჩვენებებიც მისცეს მეუფე იაკობმა და შორენა თეთრუაშვილმა, ცხადია მათ არ სურდათ ის, რომ მამა გიორგი იკვლევდა არსებულ ფინანსურ დარღვევებს.

შორენა თეთრუაშვილს არ ჰქონდა ის გავლენა, რომ ისეთი თანამდებობის პირისთვის როგორის იყო მამა გიროგი, მას პრობლემა შეექმნა, ის იყო საკმაოდ დაახლოებული პირი პატრიარქთან, ძალიან ხშირად იყო მის უწმინდესობასთან და საუბრობდნენ მათ შორის ქონების საკითხებზე, რამდენადაც ვიცი პატრიარქის დიდი ნდობით სარგებლობდა და უშუალოდ მისი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ სექტორში დანიშნულიყო“ – აცხადებს შავშიშვილი.

ცნობისათვის, ტატო შავშიშვილი 6 წლის ასაკში სტიქაროსანი გახდა, რის გამოც ის პიონერთა რიგებიდან გარიცხეს. სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ის იყო 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი და განათლების სამინისტროს თანამშრომელი. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის საპატრიარქოში ბავშვობის მეგობრის და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის სოსო ოხანაშვილის რეკომენდაციით მოხვდა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, პატრულის ავტომობილი სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა
შემდეგი სტატიაამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს 31 ივლისს ეწვევა