ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება

დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს საქმის არსებითი განხილვით გრძელდება. სხდომაზე განიხილავენ ყველა იმ მტკიცებულებას, რომლის საფუძველზეც გიორგი მამალაძეს ბრალი წაუყენეს. ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლო კანონის უზენაესობას დაექვემდებარება. ბრალდებული ითხოვს, რომ საქმესთან დაკავშირებული ყველა დეტალი საზოგადოებამ იცოდეს.

წინასასამართლო სხდომა დახურული იყო – მოსამართლემ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის მისი პირადი რეპლიკა” – ნატალია საბანაძე ჰერბერტ ზალბერის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიადღეს ,,დაიცავი კონსტიტუციაში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები ვენეციის კომისიას საგანგებო წერილით მიმართავენ