ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დასკვნითი სხდომა გაიმართება. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც ბრალდებული საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. ამის შემდეგ, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი სათათბიროდ გავა.

ბრალდებულ გიორგი მამალაძეს სულ 6 ადვოკატი ჰყავს. მათ შორის 4 დაქირავებული და 2 სახაზინო. ექვსივე ადვოკატი ხვალინდელ პროცესზე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. განაჩენის გამოცხადების ვადაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი. ბრალდებულის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს და მოსამართლემ პროკურატურის მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, არ უნდა გაიზიაროს.

„დასკვნით სიტყვაში აბსოლუტურად ყველაფერზე გავამახვილებთ ყურადღებას. დეტალურად მივაწვდით მოსამართლეს ინფორმაციას და ხაზს გავუსვამთ იმას, რომ წარდგენილი ბრალდება პროკურატურის მტკიცებულებებით ვერ დასტურდება. საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის მიზანმიმართულად შეთითხნილი. საქმის 12 ტომი მთლიანად მაკულატურაა“. – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

უკვე 8 თვეა ბრალდებული გიორგი მამალაძე წინასწარ პატიმრობაშია. საქმის განხილვა კი 4 თვეა მიმდინარეობს. თებერვალში დაკავებულ დეკანოზს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარების მოტივით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან მიმოქცევაში ახალი 5-ლარიანი შევიდა
შემდეგი სტატიაახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების აქციით ამ დრომდე 100 000-მდე ადამიანმა ისარგებლა