ე.წ. ციანიდის საქმე – დღევანდელ სასამართლო განხილვას დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დაესწრება

ე.წ. ციანიდის საქმეს დღეს სააპელაციო სასამართლო დაუბრუნდება. პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან, თუმცა მანამდე ადვოკატები რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ. მათ შორის არის, დამატებითი მოწმის დაკითხვა და სახალხო დამცველის დასკვნის მტკიცებულებად დართვა.

„ვითხოვთ სახალხო დამცველის დასკვნა დართული იყოს მტკიცებულებად, ასევე ვითხოვთ ერთი კონკრეტული მოწმის დაკითხვას, რომელსაც უშუალოდ სასამართლოში გავაჟღერებთ და არის კიდევ რამდენიმე შუამდგომლობა. როდესაც ამ შუამდგომლობების პროცედურული ნაწილი ამოიწურება და განხილვა ამოიწურება, ამის შემდეგ უკვე პროკურატურა წარადგენს თავიანთ შესავალ სიტყვას სააპელაციო სასამართლოში,“ – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

დღევანდელი პროცესი მსჯავრდებულის გარეშე ჩაივლის. წინასასამართლო სხდომა გიორგი მამალაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. პროცესს არც მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიდღეს პარლამენტში სემეკის წევრობის კანდიდატების განხილვა იწყება
შემდეგი სტატიადაჭრილი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა