ე.წ. ციანიდის საქმე – დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება. მხარეები სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ, აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველები მოითხოვენ, რომ პროცეცი ღია იყოს. ისინი თვლიან, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა პროცესის დახურვას მოითხოვს, არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აღნიშნული დამატებით კითხვებს გააჩენს.

დაცვის მხარე დღეს ორი შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ეს არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოთი გათავისუფლება. ასევე არსებით განხილვამდე საქმის შეწყვეტა.

დღეს ბრალდებული დეკანოზი რეპლიკის სახით გამოხატავს თავის პოზიციას საქმეზე.

banner
წინა სტატიაში„საქართველო შეიძლება გახდეს ის ადგილი, სადაც ევროკავშირი დაგეგმავს სხვადასხვა აქტივობასა და ინიციატივას“ – იოჰანეს ჰანი
შემდეგი სტატია36 ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული