ე.წ. ციანიდის საქმე – ადვოკატი გიორგი ფანცულაია დღეს პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული

ე.წ. ციანიდის საქმე – დაკავებული დეკანოზის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურაში დღეს დაკითხვაზე დაიბარეს.

საუბარია პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების დაწყებაზე, რომელიც სსკ-ის 374-ე მუხლით დაიწყო და მედიის საშუალებით სასამართლო პროცესის აუდიო-ჩანაწერების გავრცელებას უკავშირდება.

ფანცულაია უწყებაში დღეს 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

შეგახსენებთ, რომ ამავე საქმეზე დღეს დაკითხვაზე თბილისის მტავარ პროკურატურაში დაბარებული იყო ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც დაკიტხვა მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა და უწყება მალევე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები” – ახალი შეთავაზება კალაძეს