ე.წ. ჩინურ “კორონავირუსთან” დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

ე.წ. ჩინურ “კორონავირუსთან” დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩო განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გავრცელებულ “კორონავირუსთან” დაკავშირებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქ უხანში (Wuhan) გამგზავრებისაგან, ვინაიდან უხანი წარმოადგენს ინფექციის კერას. გაცნობებთ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი შეფასდა როგორც “უმაღლესი“. აღნიშნულთან დაკავშირებით, საელჩო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის დროს გამოიყენონ პირბადე და თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან”,- ნათქვამია განცხადებაში.

ამჟამად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოგზაურობის აკრძალვა არ არის დაწესებული საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდით საელჩოს ცხელ ხაზს ნომერზე: +86 13716877635

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ე.წ. ახალი ჩინური ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 400-ს აღემატება

banner
წინა სტატიაშილატვიის პრეზიდენტი გიორგი გახარიას – ლატვია საქართველოს გვერდით დგას ოკუპაციასთან დაკავშირებული გამოწვევების გადალახვაში
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ოპოზიციური ერთობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ ღირს, ერთმანეთს სიტყვებზე გამოვეკიდოთ, ამის დრო არ არის