ე.წ. ჭიაკოკონობას ადამიანები დიდმარხვის ბოლო კვირაში, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ

ე.წ. ჭიაკოკონობას ადამიანები დიდმარხვის ბოლო კვირაში, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ.

ვნების კვირის ოთხშაბათს ფშავში კუდიან დღე-ღამენის, ხევსურეთში კუდიან წუხრას, ქართლში კუდიანობა ღამეს და სხვას უწოდებდნენ. ცეცხლი ძირითადად კი ეს დღე ჭიაკოკონობის სახელით იყო ცნობილი. ვნების ოთხშაბათის ღამეს, სამეგრელოს გარდა მთელ საქართველოში, ქალაქებსა თუ სოფლებში ჭიაკოკონებს ანუ კოცონებს ანთებდნენ. სოფელსა თუ ქალაქში ყველა საკუთარი სახლის წინ კოცონს ანთებდა და დიდი თუ პატარა ცეცხლზე ჯვარედინად მანამ ხტებოდა, სანამ ეს კოცონი არ დაიფერფლებოდა. გადახტომისას უნდა დაეძახათ: “არურუ კუდიანებს (ან: არული, აჰარი, ალული…)! ჯვარი აქაურობას!” ჭიაკოკონას ანთება და მასზე გადახტომა ძირითადად იმის საწინდარი იყო, რომ კუდიანები ვერავის ავნებდნენ და დილაც მშვიდობიანად გათენდებოდა. კუდიანების, ავი სულების დასაფრთხობად და განსადევნად ისროდნენ თოფებს. ხალხის წარმოდგენით კუდიანები ამ ან მომდევნო ღამეს გარკვეულ ადგილას (იალბუზის მთა, აჩხოტის მინდორი, მდ. იორი, ტაბაკონის მთა…) იკრიბებოდნენ და ზეიმს მართავდნენ.

საქართველოს ზოგიერთ კუთხეში დღესაც შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თავიანთ ახლობლებს ცეცხლში გაატარებენ ხოლმე – ბოროტი სულები ვერ მოგეკარებიანო.

არადა, სიმანდვილეში პირიქით ხდება.

დავით წინასწარმეტყველი ამბობს, რომ წარმართთა ღმერთები ეშმაკები არიან.

საოცარია – ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში თითქმის ან სრულებით ვერ ერკვევიან, სწორედ ქრისტიანობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინ, ვნების კვირის ოთხშაბათს აწყობენ ჭიაკოკონობას. ისინი ვერ გეტყვიან, რა არის ან როდის არის შობა, ბზობა, აღდგომა, სამაგიეროდ, კალენდარულად მოძრავი ვნების შვიდეულის ოთხშაბათი არაფრით გამორჩებათ…

ეშმაკის მთავარი მიზანი სწორედ ის არის, ადამიანი ამქვეყნიურ ამაოებაში ჩაეფლოს, იფიქროს ყველაფერზე, ოღონდ დაივიწყოს მთავარი – ჭეშმარიტი ღმერთი.

ქრისტიანული სამყარო ვნების კვირაში ყველაზე უფრო ახლოსაა უფალთან, მასთან ერთად განიცდის მის ტანჯვას და, რაც მთავარია, ელის უფლის ბრწყინვალე აღდგომას. ჭიაკოკონობა ბოროტ ძალთა უკანასკნელი უსუსური გალაშქრებაა დიდი საიდუმლოს წინააღმდეგ – დგება ბრწყინვალე დღესასწაული და აჰურამაზდა, ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი ღვთაება, რომელიც სინამდვილეში არის ეშმაკი, ფარ-ხმალს ყრის მკვდრეთით აღმდგარი უფლის წინაშე.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი – არ მიგვიმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის, პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ხაზარაძე-ჯაფარიძის ფინანსური აქტივობების შესახებ​
შემდეგი სტატიაიძებნება! – ქალი, რომელმაც პეკინზე დანით 3 წლის ბავშვი დაჭრა