ე.წ. ცენტრ პოინტის საქმეზე პროკურატურა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებას ძალაში ტოვებს

ე.წ. ცენტრ პოინტის საქმეზე პროკურატურა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებას ძალაში ტოვებს. მაია რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მზად არიან საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერონ. თუმცა დაცვის მხარე პარალელურად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. რაც შეეხება ქონებაზე ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, როგორც ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე განმარტავს, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ ერთ მიწის ნაკვეთს, რომელიც გირაოში იყო ჩადებული. მისი თქმით, კანონი ითვალისწინებს, რომ ეს რეალიზაციაში მიეცეს, აუქციონზე გაიყიდოს და თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხოს.

„ამ საკითხზე მე პროკურორსაც ვესაუბრე, რომელმაც თქვა, რომ ალბათ, ტექნიკური შეცდომააო. სასამართლოს მხრიდან აუცილებლად მოვითხოვთ ამ შეცდომის გამოსწორებას. გარდა ამისა, ჩვენ როდესაც განაჩენი ჩაგვბარდება, მას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ , რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კერვალიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს.

banner
წინა სტატიაში„დიდსულოვან ადამიანზე ვწერ ამ დილაადრიან“ – ინგა გრიგოლია ნინო დარასელზე
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს ძვირადღირებული მანქანების ყიდვაში ამხელს