ე. წ ამხანაგური გასამართლების ობიექტი გავხდი – დოლიძე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის აცილება მოსამართლე მერაბ ლომიძემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრმა რევაზ ნადარაიამ მოითხოვეს.
„მორიგ ჯერზე გავხდი მოწმე ე. წ ამხანაგური გასამართლების, მოწმე კი არა ობიექტი, იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრები სათითაოდ ჩემს საჯარო განცხადებებზე იმეორებდნენ ხან მითითებას, ხან მოწოდებას, ხან რჩევას, ყველანაირი ფორმით ახორციელებდნენ ჩემზე წნეხს, რასაც მე მხოლოდ ძველი სტილის ამხანაგურ სასამართლოს დავარქმევდი. აცილების გამოყენების პრაქტიკა ახალი არ არის იმისათვის, რომ არაკომფორტული პირის ყოფნა საბჭოს სხდომაზე თავიდან ავიცილოთ. მანამდე იყო სხვა წევრების მიმართ გამოყენებული. რევაზ ნადარაიას მიერ ჩემი აცილების საბაბი იყო ჩემი გუშინდელი განცხადებები“, – აცხადებს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე ისევ აიცილეს – “ზიანს აყენებს მთელს სისტემას“
შემდეგი სტატიაყოფილი მხედრიონელის, დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა