ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო იანვარში გაგრძელდება

ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო 24 იანვარს, 12 საათზე გაგრძელდება. მომდევნო სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდების მხარის დღევანდელი მტკიცებულებების საპასუხოდ ჩამოაყალიბებს პოზიციას და სასამართლოს წარუდგენს.

დღეს კი პროკურატურამ სასამართლო დარბაზში 7 ნოემბრის ვიდეოჩანაწერი აჩვენა და მესამე პრეზიდენტის ბრალეულობის დამტკიცებას შეეცადა, თუმცა როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა სხდომაზე განმარტა, ვიდეომასალაში არაფერი კონკრეტული არ მიუთითებს მესამე პრეზიდენტის ბრალეულობას და საპოლიციო ღონისძიების დაწყებამდე, კარგად ისმის მომიტინგეების მიმართ გაფრთხილებაც.

გარდა ამის, მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელი დატოვა ამავე ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

banner
წინა სტატიაშიამ უსამართლო და უთანასწორო ნაბიჯმა, განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა მთელი სცენა – ღამის კლუბების განცხადება
შემდეგი სტატიასამხარაძე – საქართველო არ არის არც იმპერია და არც საბჭოთა კავშირი, რომ ძალით გვყავდეს დამორჩილებული ხალხი