,,ძვრფას ჯიპზე საუბარი – მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაა,,

,,ღმერთი ფრაერი არ არის. ის ყველაფერს ხედავს. სასამართლო კი ერთია – ღვთის სამსჯავრო,, ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ საიდან ჰყავდა სასულიერო პირს ძვირადღირებული ჯიპი, რუსეთის ორლოვის ოლქის გუბერნატორმა ვადიმ პოტომსკიმ .
(ფრაერი ,,фраер,, – რუსული კრიმინალური ჟარგონი. დაახლოებით იგივეს ნიშნავს რასაც ქართული ჟარგონი ,,გოიმი,, რედ.)
ორლოვის გუბერნატორს, ქუჩის ჟარგონის გამოყენება იმ სკანდალის გამო მოუწია, რაც ამ ოლქის ეპარქიაში მოღვაწე რუსი ეპისკოპოსის – ნექტარის (ნიკოლოზ სელეზნიოვი) მიერ 6 მილიონ რუბლად შეფასებული ჯიპით, Land Cruiser V8-თი ვოიაჟს მოჰყვა. თავად ეპისკოპოსი ამ სკანდალის გამო სასამართლოში ჩივილს აპირებს და მისი ჯიპის გამო ატეხილ სკანდალს, ,,მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფად,, მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,ნამეტანი ჭკვიანი კაცი ხარ, შენ, შვანგირაძე!
შემდეგი სტატიაპატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს