„ძვირფასო სელებრითებო, საწყენად არ მიიღოთ ეს რჩევა რა… აი, ინსტაგრამზე რომ „სთორის“ დადებთ ხალხის ირიბად მხარდასაჭერად…“ – დათო გორგილაძის მიმართვა

როგორც „ფეისბუკზე“ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, გორგილაძე „სელებრითებს“ მიმართავს და აკრიტიკებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მიმართ ირიბად მხარდაჭერის გამო.

მისი თქმით, „სიტყვიერად რამის თქმა არაა საჭირო და უსიტყვოდაც გამოიცნობს ერი, რასაც ისინი გულისხმობენ“:

„ძვირფასო სელებრითებო, საწყენად არ მიიღოთ ეს რჩევა, რა. აი, ინსტაგრამზე რომ სთორის დადებთ ხალხის ირიბად მხარდასაჭერად, (რადგანაც სხვაგან სად, თუ არა ინსტაგრამზე და სხვანაირად როგორ, თუ არა შეფარვით, არაპირდაპირ, ეზოპეს ენით), ფონი და ფილტრი ცოტა გულდასმით შეურჩიეთ ხოლმე, გთხოვთ. აი, მაგალითად Lagos ან New York უხდება კრიტიკული მომენტების ასახვას. ახლა ძალიან ზედმეტებში გადავდივარ, მაგრამ თუ ძვირფას დროს დაკარგავთ და მუსიკასაც დაადებთ, სამშობლო არასოდეს დაგივიწყებთ ამ თავგანწირვას. სიტყვიერად რამის თქმა მართლა არაა საჭირო, უსიტყვოდაც გამოიცნობს ერი რასაც გულისხმობთ. გმადლობთ.“ – წერს გორგილაძე.

banner
წინა სტატიაშისაია: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ძალადობა, გათავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაკავებული პირი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჰელსინკის კომისიის განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს