ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარს დაგიჭერთ …- გონჩარენკოს გამოსვლა ევროსაბჭოში, ქართულად

საქართველოს ახლა ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ გთხოვთ არ დატოვოთ ქართველები ერთი ოლიგარქის ხელში – ასე მიმართავს უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ოლექსეი გონჩარენკო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ამბობს, რომ ახლა ყველანი უნდა გაერთიანდნენ და საქართველო არ უნდა დატოვონ მარტო.

გონჩარენკო მიმართვის ნაწილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართულ ენაზე აკეთებს – “ძვირფასო ძმებო, ჩვენ მხარს დაგიჭერთ და ვიტყვით, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს ევროპის ნაწილი და უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი” – ამბობს ის.

“ქართველებო, არავინ დაგტოვებთ! ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საუბრობენ თქვენზე, გვახსოვხართ და იმედი გვაქვს… უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა იყვნენ ევროკავშირში, უნდა დაუახლოვდნენ ნატოს.

მეგობრებმა ნებისმიერი პრობლემა ერთად უნდა გადაწყვიტონ, ნაცვლად იმისა, რომ კარი დავკეტოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ის თავისთავად მოგვარდება. ჩვენი ადგილი დასავლეთშია!” – ამბობს გონჩარენკო.

banner
წინა სტატიაშიბატონ ბიძინა ივანიშვილს დასამტკიცებელი არაფერი აქვს, არაფერი – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაევროკავშირის მიერ დაფინანსებული მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს საბანკო სექტორი კარგი კორპორაციული მართვის დანერგვაში მოწინავე პოზიციას იკავებს