“ძველი თურქეთი უკვე არ არსებობს” – რა მოხდა ღამით ანკარასა და სტამბოლში

თ215-დან 16 ივლისის ღამით სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. წინასწარი მონაცემებით, სამხედრო ოფიცრების ჯგუფმა, ზოგიერთი სამხედრო გაერთიანების მხარდაჭერით, ძალის გამოყენებით ქვეყანაში ხელისუფლების ჩამოგდება გადაწყვიტა. თუმცა, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა და მისმა მთავრობამ კონტროლის შენარჩუნება შეძლეს.

15 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23 საათისთვის ამბოხებულთა ნაწილმა თურქეთის ორ უმსხვილეს ქალაქზე – ანკარასა და სტამბოლზე კონტროლის დამყარება გადაწყვიტეს. შეთქმულების ბრძანებით, ჰაერში ავიდნენ თვითმფრინავები და ვეტმფრენები, ასევე ქალაქის ქუჩებში გამოიყვანეს ტანკები. დაიწყო სროლა, გაისმა პირველი აფეთქებები. თითქმის ამავე დროს, სტამბოლში ამბოხებულებმა ბოსფორზე არსებული ორივე ხიდი გადაკეტეს. ბრონეტექნიკა განთავსდა ათათურქის საერთაშორისო აეროპორტშიც, რომელმაც დროებით შეწყვიტა მუშაობა.
ამბოხებულები ცდილობდნენ ხელში ჩაეგდოთ ხელისუფლება, სამხედრო შტაბები, წამყვანი მედიის რედაქციები, სატრანსპორტო კვანძები, ან ამ ობიექტებზე წინააღმდეგობა ჩაეხშოთ. პრეზიდენტი ერდორანი ამ დროს ეგეოსის ზღვაზე შვებულებაში იმყოფება.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა შემდეგ ობიექტებზე:
სასტუმრო, სადაც ერდოღანი შვებულებას ატარებდა (ერდორანის განცხადებით, სასტუმრო დაბომბეს),
პარლამენტის შენობა (ავიაციამ და ტანკებმა ცეცხლის გაუხსნეს),
ქვეყნის გენშტაბი (გენშტაბის მეთაური ტყვედ აიყვანეს, მაგრამ ის დაიხსნეს),
სამხედრო დაზვერვის შტაბი (ვეტმფრენიდან შეტევა),
პრეზიდენტის რეზიდენცია (ვეტმფრენიდან შეტევა),
სპეცრაზმის ბაზა (ვეტმფრენიდან შეტევა),
მმართველი პარტიის ოფისი,
ტელეარხების TRT და CNN Turk-ის ოფისები (გარკვეული დროით დაპყრობილი იყო).
გარდა ამისა, ერდოღანის მომხრე მოსახლეობას, რომელიც ქუჩაში მთავრობის დასაცავად იყო გამოსული, სამხედრობმა ცეცხლი გაუხსნეს.

ტ3

რა იყო ამბოხებულების პოლიტიკური გეგმა?

სამხედრო გადატრიალების ავტორებმა ტელეარხ TRT-ის წამყვანი აიძულეს პირდაპირ ეთერში წაეკითხა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქვეყნის სრული ძალაუფლება გადავიდა ეგრეთ წოდებული “მშვიდობიანი საბჭოს” ხელში. თავიანთ მოქმედებებს შეთქმულები ხსნიდნენ აუცლებლობით, რომ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა შეენარჩუნებინათ. მათ გეგმაში ახალი კონსტიტუციის მომზადება იყო. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათი და სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორი იყო ერდორანის პირველი რეაქცია გადატრიალების მცდელობაზე?

მოვნელების განვითარებდან რამდენიმე ხანში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბინალი იილდირიმი ტელევიზიით გამოვიდა და აღიარა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობაა. მან განაცხადა, რომ აგრძელებს საკუთარი მოვალეობის შესრუელბას და მიანიშნა, რომ ამბოხებულების წინააღმდეგ სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული.
პრეზიდენტ ერდორანის ადგილმდებარეობა, დიდი ხნის მანძილზე, გაურკვეველი იყო. ჯერ გავრცელდა, თითქოს ქვეყნის მეთაური ანკარაში ბრუნდებოდა. მალე CNN Turk-მა მასთან სატელეფონო ჩართვა გააკეთა. ერდოღანმა მომხრეებს მოუწოდა ქუჩაში გამოსვლისკენ და თქვა, რომ ამბოხებულებს გამარჯვების შანსი არა აქვთ.
ქვეყნის მეთაურის ადგილმდებარეობა ძველებურად უცნობი იყო. NBC-ის წყაროებმა თქვეს, თითქოს ერდოღანმა გერმანიას სთხოვა თავშესაფარი, მაგრამ უარის შემდეგ ლონდონისკენ გაემართა. თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტის თვითმფრინავი დილით ადრე სტამბოლში დაეშვა, სადაცა პრეზიდენტმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა.

ტ4

მთავრობამ მთავარ ობიექტებზე კონტროლი შეინარჩუნა :

ავიაციაზე (ნაწილობრივ),
პოლიციაზე,
სპეცრაზმზე,
დაზვერვაზე,
პირველ არმიაზე – მისი მეთაური ერდორანის ერთგულად დარჩა მთელი ღამის მანძილზე და ამის შესახებ მან სახალხოდ განაცხადა. აღნიშნული დანაყოფის სამხედროებმა აჯანყებულებს წინააღმდეგობა გაუწიეს. სპეცრაზმის შტურმისას ანკარაში 17 პოლიციელი დაიღუპა. ერდოღანისადმი ლოიალურმა ავიაციამ ანკარას თავზე მოწინააღმეგის ორი ვეტმფრენი ჩამოაგდო.

როგორი რეაქცია ჰქონდა გადატრიალების მცდელობაზე მოსახლეობას

გადატრიალების მცდელობის წარუმატებლობაში დიდი როლი ითამაშეს თურქეთის მოქალაქეებმა, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ ერდორანის მოწოდებაზე. მულებმა მეჩეთში მთავრობის დაცვისკენ მოუწოდეს თურქებს.
ათასობით ადამიანი ცდილობდა გადაკეტილი ხიდების შეტევას, გზას უკეტავდნენ სამხედრო ტექნიკას ანკარასა და სტამბოლში, ტაქსიმის მოედანი გადაკეტეს. გადატრიალების მცდელობისას დაღუპულთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა – ანკარას პროკურატურა ავრცელებს.

ერდოღანმა გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა საზოგადოებრივი მოღვაწე ფეტხულახ გიულენი, რომელიც ერდოღანის პირველ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება.
ის დიდი ხნის წინ გაიქცა ქვეყნიდან, აშშ-ში ცხოვრობს და მეთაურობს მოძრაობა “ხიზმეტს”, ასევე ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მთელს მსოფლიოში. ოდესღაც ერდორანი და გიულენი თანამზრახველები იყვნენ, შემდეგ კი მათი გზები გაიყო.

თურქულმა სამთავრობო სააგენტომ “ანადოლუ” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ ამბოხების ორგანიზატორია თურქეთის გენშტაბის ყოფილი იურიდიული მრჩეველი, პოლკოვნიკი მუჰამერ კოსე. მის მოტივებზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. ოფიციალური ინფორმაცია ამბოხებულთა ადგილმდებარეობის შეასხებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ამბოხების შედეგები

უკანასკნელი მონაცემებით, მოვლენების მსხვერპლია 90 ადამიანი, დაჭრილია 1500-მდე, დაკავებულია ამბოხებულთა 1500 მომხრე. თურქეთის მთავრობის მონაცემებით, ერთ-ერთი მათგანი გენერალია. 5 გენერალი და 30 პოლკოვნიკი თანამდებობებიდან გადაყენებულია.
“თურქეთში ძველი სიტუაცია აღარ არის” – განაცხადა ერდოღანმა. მან ასევე თქვა, რომ “მოღალატეები ძვირად გადაიხდიან” და არმიის რიგებში წმენდის ჩატარების პირობა დადო.

ასევე, აუცილებელია მომხდარის გეოპოლიტიკური შედეგების აღნიშვნა. თურქეთი რეგიონის ლიდერია და ამ ქვეყანაში არსებულ ვითარებას დიდი გავლენის მოხდება შეუძლია მთელს რეგიონზე.
მსოფლიო ლიდერებმა და ორგანიზაციებმა მხარი დაუჭირეს ერდოღანს და თურქეთში მოქმედ მთავრობას. აშშ-ს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დაცვისკენ. იგივეა ნათქვამი ევროკავშირის განცხადებაში.
ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგი თურქეთის შს მინისტრს ტელეფონით დაუკავშირდა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა, პან გი მუნმა განაცხადა, რომ დაუშვებელია სახელმწიფო საქმიანეობაში სამხედროების ჩარევა.

 

banner
წინა სტატიაშიმედია: ანკარაში 200-ზე მეტი ჯარისჯაცი პოლიციას ჩაბარდა
შემდეგი სტატია“მნიშვნელოვანია, რომ თურქეთში დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას საფრთხე არ შეექმნას”